რატომ SEO?
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მთავარი მიზანია, რომ ვებგვერდი სასურველ სიტყვებზე გამოჩნდეს საძიებო შედეგების (მაგ: Google, Bing, Yahoo) პირველივე გვერდზე, რაც ავტომატურად ნიშნავს გაცილებით დიდ ტრაფიკს და გაზრდილ კონვერტაციებს.
საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე პირველ პოზიციაზე მყოფი ვებგვერდი ვიზიტორების 30%-ს იღებს, მეორეზე – 16%-ს და ა.შ. თუ კონკურენტის ვებგვერდი პირველ პოზიციაზეა და თქვენ მე-9-ზე, საშუალოდ მას 10-ჯერ მეტი ვიზიტორი ეყოლება. სწორედ ამიტომ, მოწინავე პოზიციებზე გამოჩენა ციფრული წარმატების აუცილებელი კომპონენტია.